|
2016-09-22 20:04:52, 1344 ნახვა
სხვადასხვა
The Guardian-ი თბილისის კლუბურ ცხოვრებაზე სტატიას აქვეყნებს
კლუბის მოყვარულებო, დაივიწყეთ ლონდონი და ბერლინი - საუკეთესო ადგილი ცეკვისთვის აღმოსავლეთ ევროპაა, - ასეთი სათაურით The Guardian-მა არტურ ჰაუზის სტატია გამოაქვეყნა. სტატიის ავტორის თქმით, როდესაც ლონდონის კლუბური კულტურა დასასრულს უახლოვდება, აღმოსავლეთ ევროპაში კლუბები განვითარების მწვერვალზეა. აღსანიშნავია, რომ სტატიის დიდი ნაწილი თბილისის კლუბურ ცხოვრებას ეძღვნება. “თბილისში მდებარე საბჭოთა კავშირის დროინდელი რესტორანი “მტკვარზე” მდინარეზეა გადაკიდებული, აქ საქმე მხოლოდ ადგილსა და მუსიკაში არ არის; აქ შეკრებილი ხალხისგან მოდის შეგრძნება, რომ ეს არის ახალი და ამაღლვებელი სცენა, რაღაც პოზიტიური და დაგვიანებული”, -ნათქვამია სტატიაში. არტურ ჰაუზმა აღნიშნა, რომ თბილისის კლუბურმა ცხოვრებამ საერთაშორისო ყურადღება მიიქცია. ავტორი განსაკუთრებული ყურადღებით აღნიშნავს კლუბ “ბასიანს“. “ბასიანი” საბჭოთა დროინდელი „დინამოს“ საფეხბურთო სტადიონის ტერიტორიაზე მდებარეობს და მთავარ საცეკვაო მოედნად აქ მიტოვებული საცურაო აუზია გამოყენებული”, - წერს სტატიის ავტორი. სტატიაში აღნიშნულია, რომ თბილისი იზიდავს, როგორც ცნობილ უცხოელ დიჯეებს, ისე ადგილობრივ ნიჭიერ მუსიკოსებს. „როგორც მრავალ აღმოსავლურ კლუბებში, თბილისი იზიდავს, როგორც ცნობილ უცხოელ დიჯეებს, ისე ადგილობრივ ტალანეტს. კლუბების ორგანიზატორები თანხმდებიან, რომ თბილისის ანდერგრაუნდის მუსიკალური სცენა 90-იანი წლების ბერლინს ჰგავს”. “რა თქმა უნდა, ამ “ღარიბ, მაგრამ სექსუალურ” ქალაქებს თავიანთი წილი პრობლემები აქვთ. თუმცა ამ კონტექსტში, ტექნოსცენა ჯანმრთელია, ეს არის ჰედონიზმზე მეტი, ეს კლუბები უზრუნველყოფს თავშესაფარს იმისგან, რაც გარეთ ხდება - იქნება ეს ჰომოფობია, ნაციონალიზმი ან კიევის შემთხვევაში - ომი“, - წერს ავტორი.
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)