03:19 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-22 11:47:36, 667 ნახვა

პოლიტიკა
ენზელ მკოიანი ახალქალაქის სოფლების მცხოვრებლებს შეხვდა

ახალქალაქისა და ნინოწმინდის გაერთიანებულ ოლქში “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს’’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ენზელ მკოიანი ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს.

მაჟორიტარობის კანდიდატი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მაჯადიას, თოთხამის, კორხის, ორჯას, არაგოვას, ვარევანის, ალასტანის და კოკიოს სოფლების მცხოვრებლებს შეხვდა.

დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობასთან „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაზე, ჯანდაცვასა და სოციალურ მიმართულებაზე, ასევე სოფლის მეურნეობის პროექტებზე ისაუბრა.

ენზელ მკოიანმა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე მთის კანონზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კანონი მთაში მცხოვრებლების პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება. მაჟორიტარობის კანდიდატმა უფასო სასკოლო სახელმძღვანელოებზე, უფასო საბავშო ბაღებზე, უფასო ჯანდაცვასა და C ჰეპატიტის უფასო პროგრამაზეც ისაუბრა. ენზელ მკოიანმა ამომრჩევლების პრობლემების მოისმინა და მათ მოგვარებას დაპირდა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics