01:43 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-22 10:22:57, 650 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძემ გაერო-ს ასამბლეის ფარგლებში მაღალი დონის ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო გერმანიისა და შვეიცარიის მთავრობების მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის ღონისძიებაში "კონფლიქტების პრევენცია ადამიანის უფლებების პრინციპების დაცვის გზით".

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ღონისძიების მონაწილეებს გააცნო აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ შექმნილი რთული ვითარება.

მისი განცხადებით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ყოველდღიურად ადგილი აქვს ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, ხელოვნური ბარიერების აღმართის გზით თავისუფალი გადაადგილების, საკუთრების უფლებების დარღვევის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებების ხელყოფას, ისევე როგორც მოსახლეობის გატაცების და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტებს.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მექანიზმების არარსებობის ფაქტზე, რაც კიდევ უფრო ართულებს იქ მყოფი მოსახლეობის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგს.

 მისი განცხადებით არსებული სურათის გათვალისწინებით აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობამ მიმართოს ერთიანი ძალისხმევა ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics