|
2015-03-13 11:18:33, 582 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ახალციხეში სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ავთანდილ კაჭკაჭიშვილი ახალციხეში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ და ადგილზე მათი პრობლემები მოისმინეს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, მინისტრის მოადგილეებმა და გუბერნატორის მოადგილემ ავთანდილ კაჭკაჭიშვილმა, ახალციხეში, ის ობიექტიც მოინახულეს, რომლის რეაბილიტაციაც სამინისტრომ, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, უკვე დაასრულა. „რუსთაველის #113 - ში მდებარე შენობაში სულ 66 ბინაა, აქედან 13 ერთოთახიანი, 32 ოროთახიანი და 21 სამოთახიანი. ობიექტის რეაბილიტაცია ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „ს.ე.ნ“ განახორციელა. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 763 983 ლარი შეადგინა. ამ ეტაპზე, ობიექტის რეაბილიტაცია დასრულებულა და მიმდინარეობს წყლისა და საკანალიზაციო სისტების სამუშაოები“,-ნათქვამია უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)