|
2016-09-21 15:33:30, 591 ნახვა
პოლიტიკა
სუბარი: ირაკლი ხახუბია ისეთივე წარმატებული იქნება პარლამენტში, როგორიც ბიზნესშია
,,ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია წარმატებული ბიზნესმენია, ასეთივე წარმატებული იქნება იგი პარლამენტშიც და დარწმუნებული ვარ რომ იზრუნებს ფოთის მოსახლეობაზე. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!" - ასე მიმართა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ფოთში შეკრებილ ამომრჩეველს. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერები მანანა კობახიძე, ზვიად ძიძიგური და რომან გაბუნია ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ხახუბიას მხარდასაჭერად ფოთში ჩავიდნენ. სოზარ სუბარმა შეხვედრაზე მისულ მოსახლეობას, ასევე ფოთში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს აუხსნა, რომ მთავრობა ზრუნავს პენსიების გაზრდასა და უმუშევრობის პრობლემების მოგვარებაზე და ამისათვის ქმედითი ნაბიჯები იდგმება, მუშაობს სახელმწიფო პროგრამები. სოზარ სუბარის განცხადებით, ოთხ წელიწადში არცერთი დევნილი ოჯახი ცუდ პირობებში აღარ იცხოვრებს. მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან შესახვედრად მისულ ფოთელებს მიმართა ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმაც - “ჩვენ აქ ჩამოვედით ირაკლი ხახუბიას მხარდასაჭერად. რატომ უნდა დაუჭიროთ ირაკლი ხახუბიას მხარი? იმიტომ რომ მას ეყოლება მინიმუმ 100 მეგობარი და თანამოაზრე პარლამენტში, უმრავლესობა, და მას ექნება იმის შესაძლებლობა რომ რასაც დაგპირდებათ, გააკეთოს ყველაფერი”. დევნილების პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემაც. „ჩვენ დღეს ენგურის ხიდზე ვიდექით და ვიყურებოდით გაღმა. ძალიან გვინდოდა გადასვლა, მაგრამ ვერ გადავედით და დამერწმუნეთ, მოვა დრო, რომ ეს ბავშვები იქ მშვიდობიანად გადავლენ. თქვენს მშვიდობიან დაბრუნებას გაუმარჯოს“, - აღნიშნა მანანა კობახიძემ საუბრისას. შეგახსენებთ, შეხვედრა ფოთში „ახალი რაიონში“ გაიამართა, ეს დასახლება ევროკავშირის დახმარებით აშენებული 1168 ბინიანი 32 კორპუსია, რომელიც 3 111 იძულებით გადაადგილებული პირისთვის ევროკავშირისა და საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში აშენდა. (NS)
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)