|
2015-03-13 10:31:26, 485 ნახვა
საზოგადოება
დავით ბაქრაძემ სემინარი
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ სემინარი - "მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ" გახსნა. როგორც "ექსპრესნიუსს" ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, სემინარის მონაწილეებს, ასევე, სიტყვით მიმართავენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ბორის იაროშევიჩი და ლატვიის ელჩი საქართველოში ელიტა გაველე. ცენტრის ინფორმაციით, ორდღიანი სემინარის ფარგლებში მასწავლებლებს საშუალება მიეცემათ მოისმინონ მოხსენებები საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტების, ადამიანის უფლებების, ეკოლოგიის, რელიგიისა და ევროკავშირის ქვეყნებში არსებული განათლების სისტემის შესახებ. ასევე, გაიმართება მასწავლებლების მიერ განხორციელებული 10 საუკეთესო პროექტის პრეზენტაცია და კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონია. სემინარში მონაწილეობისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კონკურსი თებერვალში გამოაცხადა, რომლის შედეგადაც თბილისიდან და რეგიონებიდან გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების 100 პედაგოგი შეირჩა. სემინარის მიზანი მასწავლებლების ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირება და ამ პროცესში მათი აქტიურად ჩართვაა. პროექტი "მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ" უკვე მეორედ ტარდება. სემინარი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)