|
2016-09-19 18:31:31, 856 ნახვა
საზოგადოება
თამარ ხიდაშელის საარჩევნო პლაკატზე სხვა კანდიდატის პლაკატების გადაფარვის ფაქტზე რეაგირებას ზედამხედველობის სამსახური მოახდენს
თბილისის მერია თამარ ხიდაშელის საარჩევნო პლაკატების „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის”ერთ-ერთი მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო პლაკატებით დაფარვის ფაქტს ეხმაურება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე 7 ნაწილის თანახმად, დაუშველია და კანონით დადგენილი წესით ისჯება სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. „საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის 7 1 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია და კანონით დადგენილი წესით ისჯება სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ის აკრძალულ ადგილას არ არის განთავსებული. მოგეხსენებათ, რომ წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით და მისი ორგანიზაციული მხარდაჭერის მიზნით, დედაქალაქის მთავრობამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატების განთავსების ადგილები განსაზღვრა. თამარ ხიდაშელის სააგიტაციო პლაკატები, სწორედ,დადგენილი წესის დაცვით იყო გაკრული. ამასთან, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 80-ე მუხლის თანახმად, წინასაარჩევნო მოწოდებებისა და მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა ისჯება ფულადი სანქციით, ამავე კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, „უკანონოდ ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან დაზიანებული საარჩევნო პლაკატების ამ კანონის მე-80 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნაწილში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი“. ამგვარი უფლებამოსილებით აღჭურვილი თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულია ზედამხედველობის საქალაქო სამსახური. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით,ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ ქმედებაზე ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ რეაგირება მოხდება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, სამომავლოდ, დადგენილი წესით დაჯარიმდება ყველა ის საარჩევნო სუბიექტი, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვის პროცესში დაარღვევს,,საქართველოს საარჩევნო კოდექსით“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ და თბილისისმუნიციპალიტეტის საკრებულოს,,წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან)დაკავშირებით ზოგადი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ 2014 წლის 5 დეკემბრის N16-38დადგენილებით განსაზღვრულმოთხოვნებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საარჩევნო სუბიექტებს მერიის ზედამხდველობის საქალაქო სამსახური დღეს გამაფრთხილებელი შინაარსის წერილითაც მიმართავს“,-აღნიშნულია განცხადებაში. (NS)
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)