22:13 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-12 20:44:58, 446 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ბარამიძე: მთავრობა თავის პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებს

„ ქვეყანაში გვყავს მთავრობა, რომელსაც არა აქვს  გაცნობიერებული თავისი პასუხისმგებლობა“,-ამის შესახებ  საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ბარამიძემ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტების  სხდომაზე განაცხადა. 
ბარამიძის თქმით,  ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ხელისუფლების  არასწორმა პოლიტიკამ განაპირობა. 
„ თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ დავანგრიეთ ქვეყანა და შესაბამისად „ჩვენ ვართ ხალხის მტრები  და „ნაციონალური მოძრაობა“  საერთოდ არ უნდა არსებობდეს“ . აი ამ პოლიტიკურმა კლიმატმა,  როდესაც  ერთ ჯგუფს მოუწოდებ, რომ მეორე ჯგუფი სანამ  არ განადგურდება ამ ქვეყანას არ ეშველება,   სწორედ შექმნა ის ნეგატიური მოლოდინი, რომლის მოლოდინმაც დაანგრია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. თქვენ ლაპარაკობდით ინვესტიციების კლებაზე, თქვენ ლაპარაკობდით ვალუტის  შემოდინების კლებაზეც, არცერთი ნორმალური  ინვესტორი არ შემოვა ისეთ ქვეყანაში  სადაც ხელისუფლება, მთავრობა არ აღიარებს  მთავარ პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიას, უმცირესობას როგორც ოპონენტს და  საერთოდ ამოცანად ისახვს,  რომ ის როგორც პარტია გაანადგუროს.  აღარ  ვიტყვი გამონათქვამებს, ზოგი გატყავებით გვემუქრებოდა, ზოგი ციხეში ჩასმი“,-განაცხადა ბარამიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics