22:40 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 17:18:35, 787 ნახვა

პოლიტიკა
მერაბ ჭიქაშვილი გორგასლის ქუჩაზე არსებული მაგისტრალის აღდგენას ითხოვს

 „ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ გაერთიანებული  ოპოზიციის წევრი, კრწანისის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ჭიქაშვილი ორთაჭალაში,  გორგასლის 111 ნომერში არსებული   დაზიანებული მაგისტრალის აღდგენას ითხოვს.

როგორც  ჭიქაშვილმა ბრიფინგზე  აღნიშნა, 2 წლის განმავლობაში შესაბამისი სამსახურების მხრიდან არანაირი რეაგირება არ  ყოფილა.

მისივე თქმით, ჩანგრეული მაგისტრალი საფრთხეს უქმნის  როგორც მოსახლეობას ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტს.  

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით გორგასლის 111-ში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს არის ცენტრალური მაგისტრალი, სადაც მოწყდა  და ჩავარდა მიწა.  სამუშაოები მხოლოდ დადებული ფილებით შემოიფარგლა.   აქ არავინ არ იცის ხვალ და ზეგ რა მოხდება. 2 წლის განმავლობაში არც მერიის მხრიდან, არც გამგეობის მხრიდან კაციშვილი არ მოსულა და არავინ არ ფიქრობს თუ რა შეიძლება ამას მოჰყვეს“,-განაცხადა  მერაბ ჭიქაშვილმა.  

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics