|
2016-09-19 12:58:31, 809 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: რაც შეეხება ჩემს მაგინებლებს - "ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოსო"
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მისი ყველაზე დიდი ქველმოქმედება არის ის, რომ ჩრდილში არ მიდის და ფუფუნებაში არ ცხოვრობს. როგორც ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, მისი მაგინებლები და მაკრიტიკებელი ხალხი, ძირითადად, „ნაციონალები“ არიან და ეს გასაგებიცაა, რადგან მათ ძველი პრივილეგიების დაბრუნება სურთ. „ყველაზე დიდ ქველმოქმედებად მიმაჩნია ის, რომ საკუთარ პიროვნებას ჩრდილში წასვლისა და ფუფუნებაში ცხოვრების საშუალებას არ ვაძლევ. მინდა, ჩემი ცოდნა და ენერგია ქვეყანას მოვახმარო, რათა ის სწორი გზით განვითარდეს. რაც შეეხება ჩემს მაგინებლებსა და მაკრიტიკებლებს, ერთ ანდაზას ვიტყვი - ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოსო. „ნაციონალებისგან“ კრიტიკა გასაგებია, უნდა მაკრიტიკონ და მაგინონ. ერთი კაცის მეთაურობით, პატარა ჯგუფს მთელი ქვეყანა ფეხქვეშ ქონდა გადებული. ახლა ასე აღარ არის - ზოგი მიმალვაშია, ზოგი ციხეშია და დანარჩენები აგრესიულად ცდილობენ, რომ ადრინდელი მდგომარეობა დაიბრუნონ. კიდევ ერთ-ორ პარტიას დავასახელებ. მაგალითად, თავისუფალი-დემოკრატები. ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრი იყო და როგორც კი იქ პროკურატურაში შევიდა, მაშინვე ალასანიას ჯგუფმა დაიწყო ლაპარაკი რომ ხელისუფლებამ ევროატლანტიკური კურსი შეცვალაო და მერე აღარ იცოდნენ თუ როგორ „გაეპრავებინათ“ საკუთარი ნათქვამი. მათ ახალაიასთან და მერაბიშვილთან გაავლეს პარალელი და ამბობენ, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ჩემი პირადი პატიმრები არიან. რა უნდათ? რას ითხოვენ? რა შუაში ვარ მე? ახლა დავასიათებ „რესპუბლიკელებს“. მათ მოთხოვნებს და შესაძლებლობებს შორის დიდი სხვაობაა. თუნდაც ის ლეგენდა ავიღოთ, რომ თითქოს მე „რესპუბლიკელებს“ პრემიერის პოსტსა და კოალიციაში მთავარი პარტიის როლს ვთავაზობდი. ისინი ამბობენ, რომ თუ არ ვაღიარებ ამ ყველაფერს დააბრუნეთ 2012 წელი და „ნაციონალებს“ მარტო შევებრძოლებითო. ამხელა ამბიცია აქვთ და ამაში, ალბათ, დამარცხების პერსპექტივაც იგულისხმება. მათ წყევლის ნაცვლად, მე მაინც დავლოცავდი“, - განაცხადა ივანიშვილმა.
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)