12:43 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-12 18:48:02, 560 ნახვა

საზოგადოება
ნიუ-ჯერსიში დაღუპული ქართველი კურსანტები საქართველოში ჩამოასვენეს

ნიუ-ჯერსის შტატში ავტოავარიის შედეგად დაღუპული აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიის ორი ქართველი კურსანტის, რიგითების - სოსო მაკარიძისა და ბესარიონ გორჯოლაძის ცხედრები საქართველოში დღეს ჩამოასვენეს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ სამგლოვიარო ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, გოჩა რატიანი და ლევან ღირსიაშვილი, ასევე გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მოადგილეებთან ერთად დაესწრნენ. აეროპორტში იმყოფებოდნენ დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლები.

ჩამოსვენების პროცესს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, პოლკოვნიკი ირაკლი გეგეჭკორი, თავდაცვის უწყებისა და აკადემიის ხელმძღვანელი პირები და იუნკერები დაესწრნენ. დაღუპული ახალგაზრდებისთვის პატივის მისაგებად სამგლოვიარო ცერემონიალზე იმყოფებოდნენ ასევე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები.  

ბორტს, რომლითაც საქართველოში დაღუპული სამხედროების  ცხედრები ჩამოასვენეს, აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიის დელეგაცია, კონტრადმირალ დავიდ კალაჰანის ხელმძრვანელობით, აშშ-ში საქართველოს თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ვეფხია ჩალაბაშვილი, კურსანტების ჯგუფელები, რიგითები - გიორგი ტალახაძე და ელდარ საგანელიძე, ასევე, ამერიკელი მეგობრები ჩამოყვნენ.

სამგლოვიარო ცერემონიალზე იმყოფებოდნენ ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაული და სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი, რომელმაც სამგლოვიარო მარში შეასრულა. 

ხვალ ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაღუპული ქართველი კურსანტების პატივსაცემად სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. მოგვიანებით კი მათ ცხედრებს ოჯახებში გადაასვენებენ. 

რიგითები - სოსო ალექსანდრეს ძე მაკარიძე და ბესარიონ კახას ძე გორჯოლაძე ნიუ-ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ.

ქართველი კურსანტების სამშობლოში გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ფარავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
CNN: ტრამპი იმედგაცრუებულია ირანთან მოლაპარაკებებით და ომის განახლებისთვის ემზადება
ტრამპის შვილი X-ზე ტრამპ თაუერ თბილისის რენდერის ფოტოს აქვეყნებს
სვეტიცხოველში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics