|
2015-03-12 16:44:07, 1036 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: ლარი ყველა ძირითად სავაჭრო პარტნიორ ვალუტასთან მიმართებაში გამყარებულია
ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის შეფასებით, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი არ არის, ლარის დოლართან მიმართებაში გაუფასურება კი საერთაშორისო „შოკებით“ არის გამოწვეული. ამის შესახებ ხადურმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურებულია, ის ევროსთან და ყველა ძირითად სავაჭრო ვალუტასთან მიმართებაში გამყარებულია. „ქვეყანა არანაირ კრიზისში არ არის, არც სავალუტო კრიზისში. ის რაც ლართან მიმართებაში მოხდა არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი ექსპერტების პოზიციაა, რომ ეს დიდწილად გამოწვეული იყო საერთაშორისო „შოკებით“. მიუხედავად იმისა, რომ ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურებულია, ის ევროსთან და ყველა ძირითად სავაჭრო პარტნიორ ვალუტასთან მიმართებაში გამყარებულია. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს იმის საფუძველი ვისაუბროთ, რომ ახლა არის კრიზისული მდგომარეობა“,-აღნიშნა ხადურმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)