|
2016-09-14 17:30:52, 885 ნახვა
სამხედრო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: "კავკასია-2016"-ის წვრთნის ჩატარების დროს აშშ-საქართველოს სამხედრო სწავლება გავითვალისწინეთ
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მასშტაბური სამხედრო წვრთნის "კავკასია-2016"-ის დაგეგმვისა და ჩატარებისას გაითვალისწინა პარალელურად მიმდინარე ქართულ-ამერიკული სამხედრო სწვალება, - ამის შესახებ, "რია ნოვოსტი" რუსეთის გენშტაბის უფროსზე, გენერალ ვალერი გერასიმოვზე დაყრდნობით იუწყება. "რა თქმა უნდა, ჩვენ გავითვალისწინეთ ამერიკულ-ქართული სწავლება, რომელშიც 1500-მდე სამხედრო მონაწილეობდა. ჩვენ მათი მოქმედებები გავითვალისწინეთ", - აღნიშნა გერასიმოვმა. მედია საშუალების ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული წვრთნა "კავკასია-2016" 5-10 სექტემბერს სამხრეთის სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე გაიმართა. სწავლებაში 120 ათასზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობდა. მანევრები ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ასევე ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე ჩატარდა. გერასიმოვის თქმით, "კავკასია-2016" გეგმიური წვრთნა იყო და არ ყოფილა მიმართული უკრაინის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო წვრთნა Agile Spirit 2016 1-9 სექტემბერს ჩატარდა. სწავლებაში ექვსი ქვეყნის სამხედროები მონაწილეობდნენ.
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)