|
2016-09-14 15:05:59, 1386 ნახვა
ეკონომიკა
მაღალტექნოლოგური ცენტრი „სილიკონ ველი თბილისი“ 16 სექტემბერს გაიხსნება
თბილისში მაღალტექნოლოგური ცენტრი „სილიკონ ველი თბილისი“ 16 სექტემბერს გაიხსნება. როგორც “სილიკონ ველი თბილისის“ პროექტის ხელმძღვანელმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, ცენტრს 60-ზე მეტ წამყვან კომპანიასთან საქართველოსა და უცხოეთში თანამშრომლობის კომუნიკე უკვე გაფორმებული აქვს. „სილიკონ ველი თბილისი“ ერთ სივრცეში აერთიანებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, IT აკადემიას, ბიზნეს აქსელატორს, გადამზადების ცენტრს, ვირტუალური რეალობის ლაბორატორიას, ტექნოლოგიური პროდუქტების განვითარების ცენტრს, დასაქმების პლატფორმას, კვლევით ცენტრს, მედია ველს, სკოლას, ტექნოლოგიების საკვირაო სკოლასა და სპორტულ ინფრასტრუქტურას. „სილიკონ ველი თბილისი“ ბაგებში, ჭავჭავაძის გამზირის ნომერ 82-ში, სუფთა, გამწვანებულ და რეკრეაციულ ადგილზე მდებარეობს. ის ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, მედიის წარმომადგენლებმა დავათვალიერეთ. როგორც აღინიშნა, "სილიკონ ველი თბილისმა" მოიპოვა ექსკლუზიური წვდომა გლობალურ სამუშაო ადგილებზე საქართველოდან დასაქმების შესაძლებლობაში, სადაც ყოველდღიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეგა კომპანიები ათ მილიონზე მეტ სამუშაო ადგილზე საკუთარ მოთხოვნებს აფიქსირებენ. " პროექტის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ გარდა განათლების მიღებისა სტუდენტებს შეეძლებათ მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და ადგილზევე დასაქმდნენ. დასაქმებაში იგულისხმება, როგორც საქართველოში არსებული ყველა წარმატებული კომპანია, ასევე იგულისხმება დასაქმება საქართველოდან უცხოეთში. სწორი გადამზადების შემთხვევაში შესაძლებელია გავაჩინოთ სრულიად ახალი სამუშაო ადგილები. პროექტის პირველი ფაზა უკვე დასრულებულია და განათლების კლასტერი ფუნქციონირებს რამდენიმე დღეში დაიწყებს. ასევე, მეორე ფაზის განხორციელებას მალევე დავიწყებთ, რომელიც გულისხმობს საერთო საცხოვრებლების მშენებლობას, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს არა მხოლოდ საქართველოსთვის, რეგიონის სხვა ქვეყნებისთვისაც“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის მიხეილ ბატიაშვილის თქმით, "სილიკონ ველი თბილისის" მიზანია, გახდეს რეგიონის საგანმანათლებლო ჰაბი, გლობალიზაციის პირობებში უპასუხოს განათლების თანამედროვე მოთხოვნებს, მოამზადოს მსოფლიო სტანდარტების მაღალკვალიფიცური კადრები, რომლებიც "სილიკონ ველი თბილისის" მენეჯმენტის დახმარებით, მსოფლიოს წამყვან კორპორაციებში ქვეყნიდან გაუსვლელად დასაქმდებიან.
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)