03:01 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-14 12:54:23, 866 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ლევან გორგილაძესთან ერთად, ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის A კორპუსის რეაბილიტაციის პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შენობის გარე ფასადისა და გადახურვის სამუშაოები დაათვალიერა, რომლის დასრულების შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოები შენობის შიდა ნაწილში გაგრძელდება.

ცნობისთვის, აჭარაში ინფექციური საავადმყოფო 1960 წლიდან ფუნციონირებს. ბოლოს შენობას სრული რემონტი 80-იან წლებში ჩაუტარდა. მას შემდეგ რამდენჯერმე გადაიღება, მაგრამ დაწესებულება მაინც არ შეესაბამება თანამედროვე სამედიცინო სტანდარტებს. შენობის ნაწილში სამედიცინო საქმიანობის განხორციელება შეუძლებელია.

შენობის A კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯამში 8 თვეს გაგრძელდება, ამ ხნის განმავლობაში დაწესებულება შეუფერხებლად აწარმოებს სამედიცინო საქმიანობას, ტერიტორიაზე არსებულ სხვა კორპუსებში. დასრულების შემდეგ რეაბილიტირებულ შენობაში განთავსდება ამბულატორია, ინფექციური განყოფილება და შიდსის ცენტრი.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო (TIKA) დააფინანსებს. შენობის რეაბილიტაციისათვის მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics