12:54 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-14 12:43:42, 756 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია: ივანიშვილი ხვდება, რომ არჩევნებს წააგებს - ყველაფერი 8 ოქტომბერს დამთავრდება

ივანიშვილის გუნდმა, ქვეყანა მიიყვანა უფსკრულის პირას, ახლა ხვდება რომ წააგებს არჩევნებს და ბოდვას გვთავაზობს, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ყველაფერი 8 ოქტომბერს დასრულდება. 

“ბიძინა ივანიშვილი და ივანიშვილის გუნდი, რომელმაც ქვეყანა უფსკრულის პირას მიიყვანა და რომლისგანაც ოთხი წელი, მავნებლობისა და უნიათობის გარდა არაფერი გვინახავს, ახლა ხედავს, რომ არჩევნებს წააგებს და მორიგად, ბოდვას გვთავაზობს. ეს არის პირველი შემთხვევა - დაწყებული საბურავებით და გაგრძელებული ჭიკაიძით. ახლა ამაში ე.წ. პრემიერ-მინისტრიც ჩაერთო. ეს მთავრობა იმისთვის აირჩიეს, რომ საქმისთვის მიეხედა და ამის ნაცვლად, აი ამ აბსურდს ვისმენთ. ეს ყველაფერი 8 ოქტომბრის შემდეგ დამთავრდება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც საქართველოს თითოეულ რეგიონში საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელი პირებისაგან შეიქმნება პასუხისმგებელი ჯგუფები.

ბრძანების შესაბამისად, არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით ღონისძიებებს განახორციელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics