12:55 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-13 16:53:56, 702 ნახვა

პოლიტიკა
გოჩა ენუქიძე ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რაჭის, ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე მულახის, ლატალისა და ლენჯერის თემის მოსახლეობას შეხვდა, სადაც 39 სოფელი შედის.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შეხვედრის მონაწილეებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა გააცნო. როგორც გოჩა ენუქიძემ აღნიშნა, გასული ოთხი წლის განმავლობაში სოფლების უმეტესობაში „სოფლის მხარდაჭერით პროგრამით“ წყალმომარაგების ცენტრალური სისტემის რეაბილიტაცია განხორიციელდა.

„დასრულდა უშგულის წყალმომარაგების სისტემის ახალი პროექტი, „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში დაფინანსდა საოჯახო ტიპის სასტუმროები, ამავე პროგრამით დაფინანსდა ზემო-სვანეთში მეფუტკრეობის განვითარება, გაიხსნა რამდენიმე სამკერვალო და სახელოსნო. რამდენიმე ბენეფიციარმა ტურისტებისთვის კოტეჯები ააშენა. ეს მხოლოდ დასაწყისია. მომავალი ოთხი წლის განმავლობაში სოფლების განვითარება გაგრძელდება. მთის კურორტ თეთნულდის განვითარება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების დიდ შანსს გვაძლევს“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ. როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, ადგილობრივი მოსახლეობისგან დიდ მხარდაჭერას გრძნობს. „ეს მაძლევს დიდი სტიმულს და იმედს, რომ 8 ოქტომბერს ერთად გავიმარჯვებთ, ერთად დავძლევთ ყველა პრობლემას. ძალიან საპასუხისმგებლო საქმეს შევეჭიდე, ამიტომ ყველა სოფელში მისვლა და თითოეულ ადამიანთან შეხვედრა აუცილებელია”, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics