|
2016-09-11 17:53:59, 1225 ნახვა
პოლიტიკა
ცოტნე ზურაბიანმა სათბურები დაათვალიერა
"ქართული ოცნების" წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ცოტნე ზურაბიანმა გეგუთისა და პატრიგეთის თემებში სოფლის მეურნეობის სათბურები დაათვალიერა. კანდიდატს სათბურები ტარიელ გიგიაძემ და მამია ჩხობაძემ დაათვალიერებინა. ორივე მათგანს წლიდან წლამდე სხვადასხვა სახის ბოსტნეული მოყვათ და როგორც ადგილზე ისე, საზღვრებს მიღმა ჰყიდიან. "გიგიაძისა და ჩხობაძის ოჯახური ბიზნესი არის საუკეთესო მაგალითი შეღავათიანი აგროკრედიტის ეფექტური გამოყენებისა. ჩვენ გპირდებით, რომ კვლავ გავაგრძელებთ კონკრეტული ინიციატივებისა და პროგრამების ხელშეწყობას, რომელიც დაგვეხმარება სოფლის პროდუქციის წარმოების გაზრდასა და გასაღების ბაზრის უზრუნველყოფაში" - ამბობს ცოტნე ზურაბიანი. ასევე ცოტნე ზურაბიანის თქმით, იგეგმება წყალტუბოში მოღვაწე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა. შეხვედრაზე კანდიდატი ყურადღებას ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამის ეკონომიკურ ბლოკზე გაამახვილებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)