|
2016-09-11 11:01:43, 2491 ნახვა
სპორტი
მარგველაშვილი: 11 სექტემბრის ტერაქტი იყო თავდასხმა ჩვენს საერთო ღირებულებებზე, პრინციპებსა და მშვიდობაზე
საქართველოს პრეზიდენტი შეერთებული შტატების პრეზიდენტს, მის აღმატებულება ბარაკ ჰ. ობამას, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის 15 წლისთავთან დაკავშირებით წერილს უგზავნის: „თქვენო აღმატებულებავ,თხუთმეტი წელი გავიდა 2001 წლის 11 სექტემბრის საზარელი ტერაქტიდან, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მთელი საერთაშორისო საზოგადოება შეაძრწუნა. 9/11 იყო კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი უმძიმესი დანაშაული, რომელიც მიზნად ისახავდა არა მხოლოდ ამერიკელი ხალხის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს შეშინებას. ეს იყო თავდასხმა ჩვენს საერთო ღირებულებებზე, პრინციპებსა და მშვიდობაზე. ყველაზე რთულ დროს, ამერიკელი ერის სიმამაცე და სიმტკიცე იყო წარმოუდგენელი და გასაოცარი. მათი გმირობა, პატრიოტიზმი და სიმამაცე, ამერიკის სახელმწიფოს სიძლიერის დემონსტრირება იყო და მთელს მსოფლიოს ერთობის სულისკვეთება მოუტანა. დღეს, ამ ტრაგიკული მოვლენის მე-15 წლისთავზე, საქართველო პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას. ჩვენ, ქართველები თანადგომას უცხადებთ მეგობარ ამერიკელ ხალხს. ქართველი ჯარისკაცები ამერიკული სამხედრო ძალების მხარდამხარ იბრძვიან ავღანეთში, მსოფლიოში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებისათვის. მტკიცედ მწამს, რომ ჩვენ, ყველა ერთად მოვიპოვებთ გამარჯვებას თანამედროვეობის ამ უდიდეს საფრთხეზე, რათა უკეთესი მომავალი შევქმნათ შემდგომი თაობებისათვის", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ წერილში.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)