|
2016-09-10 14:13:18, 695 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი: პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ორივე კანდიდატს შესწევს უნარი, სიმართლისა და სამართლის სადარაჯოზე იყვნენ
საკონსტიტუციო სასამართლოს კანდიდატების პროფესიული მონაცემების შეფასებას მე რასაკვირველია, წინასწარ ვერ გავაკეთებ, თუმცა, ორივე კანდიდატს ვუსურვებ, რომ სიმართლისა და სამართლის სადარაჯოზე იყვნენ. ამის მონაცემები ორივეს გააჩნია, - ამის შესახებ საპარლემენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად ირინე იმერლიშვილისა და გიორგი კვერენჩხილაძის დანიშვნის კომენტირებისას განაცხადა. „გიორგი კვერენჩხილაძესთან ურთიერთობა რამოდენიმეჯერ მქონდა. სამართლებრივ ნაწილში ვერ შევაფასებ, მაგრამ საპარლამენტო მდივნობის მხრივ, საქმიანობასა და ურთიერთობაში ინტელექტუალური და პოზიტიტიური ახალგაზრდა კაცია. მე დიდი იმედი მაქვს, რომ კვერენჩხილაძის ცოდნა და გამოცდილება საკონსტიტუციო წესრიგის გასაძლიერებლა იქნება მიმართული. რაც შეეხება ირინა იმერლიშვილს - მასთან დიდი ხანი ვთანამშრომლობდი როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე შემდგომაც. ის ობიექტური და განათლებული ადამიანია. ვფიქრობ, ირინა სწორი არჩევანია. საკონსტიტუციო სასამართლოს კანდიდატების პროოფესიული მონაცემების შეფასებას მე, რასაკვირველია, წინასწარ ვერ გავაკეთებ. თუმცა, ორივე კანდიდატს ვუსურვებ, რომ სიმართლისა და სამართლის სადარაჯოზე იყვნენ. ამის მონაცემები ორივე კანდიდატს გააჩნია. იმდი ამქვს, საკონსტიტუციო სასამართლოში მათი საქმიანობა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ იქნება მიმართული“, - განუცხადა ვოლსკიმ „ექსპრესნიუსს“.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)