|
2016-09-09 17:39:32, 701 ნახვა
პოლიტიკა
„ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში მიმდინარე რეფორმების მტკიცე მხარდაჭერა იყო„
გუშინ დასრულდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს რიგით მეოთხე ვიზიტი საქართველოში, რაც თავად გენერალური მდივნის მიერ შეფასდა, როგორც საქართველოში მიმდინარე რეფორმების მტკიცე მხარდაჭერა,–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ევროინტეგრაციის კომისიის სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართული ღონისძიებების ორგანიზებაში. „უკლებლივ ყველა სტუმარმა და უპირველეს ყოვლისა ბატონმა იენს სტოლტენბერგმა, გააკეთეს მხარდამჭერი განცხადებები და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს შთამბეჭდავი პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ბოლო წლების განმავლობაში. ამასთან, მნიშვნელოვანია ის პრაქტიკული მხარდაჭერა, რომელიც მომავალში კიდევ უფრო გააძლიერებს ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ასევე ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და სტაბილურობის შექმნის გზით ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას,"–განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)