|
2016-09-08 17:37:42, 1057 ნახვა
პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში "ქართული ოცნების" პროპორციული სია უკვე ცნობილია. სიის პირველი ნომერი აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ნუგზარ სურმანიძე იქნება, რომელიც ამავდროულად მაჟორიტარობის კანდიდატიც არის. მეორე ნომერი იურისტი დავით გაბაიძე, მესამე კი საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილია. სიაში ორი ჟურნალისტია, აჭარის მაუწყებლის დირექტორის პირველი მოადგილე ცოტნე ანანიძე და ჟურნალისტი და პოლიტოლოგი ნინო ჩხეტია. სიაშია მე-6, მე-7 ნომრებად ლადო მგალობლიშვილი და დავით ბაციკაძე არიან. სიაში არ არის აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და უმაღლესი საბჭოს მოქმედი დეპუტატები. ირაკლი ჭიშვილის განმარტებით, არჩილ ხაბაძე პარლამენტის სიაში იქნება. "ჩვენ შევეცადეთ ახალი სახეები ყოფილიყვნენ. სიაში არიან ადამიანები, რომლებიც პარტიაში თავიდანვე იყვნენ და ჩვენთან ერთად მოდიან. რაც შეეხება ახალ სახეებს, ისინი ბექგრაუნდის და რეპუტაციის მიხედვით შევარჩიეთ", - განაცხადა "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჭეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)