03:54 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 13:48:02, 797 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: რომ არა სააკაშვილისა და მისი გუნდის გაუაზრებელი ქმედებები, რუსეთი ჯარს ვერ შემოიყვანდა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უხეში შეცდომების შედეგად, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე 2008 წელს საკუთარი ჯარი შემოიყვანა.

„ყველა სახელმწიფო საკუთარ ინტერესებზე ზრუნავს და ძალიან ხშირად ხდება, რომ მეზობელი მეზობლის ტერიტორიებს ეხება. მთავარია, სწორედ შევარჩიოთ ხელისუფლება. ქვეყანას გააზრებული პატრონი უნდა ყავდეს, ვისაც მართვა შეუძლია. ის რაც 2008 წელს რუსეთმა მოახერხა ლომის წვლილი ამაში სააკაშვილსა და მის გუნდს მიუძღვის. რომ არა მათი უაზრო ქმედებები, და დღეს ჯონ მაკკეინმაც აღიარა, რომ სააკაშვილმა საბრძოლო მოქმედებებში ჩართვით უხეში შეცომები დაუშვაო, არაფერიც არ მოხდებოდა და რუსეთი ჯარს ვერ შემოიყვანდა“, - განაცხადა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ივანიშვილი GDS-ის ახალ გადაცემაში სტუმრის სტატუსით მონაწილეობს და ამჯერად, სამეგრელოს რეგიონის მედიის შეკითხვებს პასუხობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics