03:54 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 13:26:30, 693 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: ზვიად გამსახურდიას უარყოფით კონსტექსტში არასდროს მოვიხსენიებ

საქართველოში ზვიადის დროს უამრავი პოზიტივი მოხდა. ის დიდი პატრიოტიზმი, რომელიც დღეს მიმქრალია, სწორედ ზვიადის მმართველობის დროს იყო პიკში. ზვიად გამსახურდია ჩემთვის გულანთებული პატროტია, - ასე გამოეხმაურა ივანიშვილი გურიაში ჟურნალისტებთან საუბრისას მის განცხადებას, რომლის თანახმადაც ზვიად გამსახურდიას სახელმწიფო მართვის გამოცდილება აკლდა.

„საქართველოში ზვიადის დროს უამრავი პოზიტივი მოხდა. ის დიდი პატრიოტიზმი, რომელიც დღეს მიმქრალია, სწორედ ზვიადის მმართველობის დროს იყო პიკში. ზვიად გამსახურდია ჩემთვის გულანთებული პატროტია. ახალი ხელისუფლების დროს დაიწყო მისი გარდაცვალების საქმის გამოძიება და მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ის მოკლეს. თუმცა, გამსახურდიას ხელისუფლება გმაოუცდელი იყო და აქ სასირცხვილო არაფერია. მე ზვიადს უარყოფითად არასდროს მოვიხსენიებ. სწორედ იმაზე გავაკეთე აქცენტი, რომ ჩვენს გუნდს მართვის კარგი გამოცდილება აქვს და არის აბსოლუტურად გამჭირვალე. ეს გუნდი ხალხის სამსახურშია და არა ხალხია მათ სამსახურში“, - განაცხადა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics