01:04 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-07 16:18:30, 676 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: ჩემი მისამართით გაჟღერებული ბრალდებები, ცილისწამებაა

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით, ბოლო დროს მისი მისამართით გაჟღერებული ბრალდებები, ცილისწამებაა.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, თუ მის წინააღმდეგ რაიმე მტკიცებულება არსებობს, ის შესაბამის სამსახურებს უნდა წარუდგინონ, რათა აღნიშნული მიმართულებით გამოძიება დაიწყოს.

„როდესაც არჩევნები ახლოვდება, ხან სამარშრუტო ტაქსების ბიზნესის წართმევას მაბრალებენ, ხან ხუდონი თითქოს ჩემი საკუთარი პროექტია, ბოლოს გავიგე თითქოს გორში ქარის ელეტროსადგური ჩემი საკუთრებაა, მზის სადგურებიც, რომელიც სამომავლოდ არის დაგეგმილი, ესეც ჩემი ყოფილა და ათასი სიბინძურეები. ახლა ველოდები ჩემი ძმის საქმის ახლიდან წარმოჩენას საზოგადოებისთვის და შეიძლება, კენედის მკვლელობაც თავიდან განიხილონ და ესეც მე დამაბრალონ, მათ ოჯახს მე ადამიანურად თანავუგრძნობ, მათ მეუღლეებს, დედას, თუ რაიმე მტკიცებულება გააჩნიათ იმისა, რომ ჩემი მხრიდან იყო რაიმე ზეწოლა ან მითითება, წარუდგინონ შესაბამის სამსახურებს, რომ დაიწყოს ამ მიმართულებით გამოძიება. თუ ფიქრობენ, რომ მორალურად დამანგრევენ, ძალიან ცდებიან, რადგან ცხოვრებაში ძალიან ბევრი ტკივილი, ძალიან ბევრი რთული ბარიერი მაქვს გამოვლილი, ასე რომ ცილისწამებები ნამდვილად ხელს ვერ შეუშლის ჩემს იმ საქმიანობას, რასაც მე დღეს ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი სამშობლოსთვის ვაკეთებ“, -აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ იარაღის შენახვის ბრალდებით დაკავებული გიორგი ფეიქრიშვილისა და ნოდარ ნიშნიანიძის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათი დაკავებით კახი კალაძე იყო დაინტერესებული.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics