|
2016-09-07 13:40:32, 899 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 8 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართები შეუძინა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 8 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართები შეუძინა. ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიალი ბათუმის იუსტიციის სახლში გაიმართა. ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლევან გორგილაძე, მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები ესწრებოდნენ. „სტიქიის შედეგად ორი წლის წინ დავზარალდით, ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად სახლი დაიბზარა. ამჟამად სამინისტროს მხარდაჭერით საცხოვრებელი ბარცხანის დასახლებაში შევიძინეთ. გაწეული დახმარებით კმაყოფილი ვართ“, - განაცხადა სტიქიის შედეგად დაზარალებულმა ბულბული ქადიძემ. „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო წელს პირველად ახორციელებს. პროგრამის ბიჯეტი შედგენს 3 000 000 ლარს. პროგრამით გათვალისწინებულია 115 საცხოვრებელი ფართის შეძენა. პროგრამა თანადაფინანსებით ხორციელდება, თითოეულ ოჯახზე გათვალისწინებულია 25 000 ლარი. პროგრამის განხორციელება გრძელდება, „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციართა შესარჩევი შერეული სამთავრობო კომისიის“ გადაწყვეტილებით, დამატებით, 35 ეკომიგრანტი ოჯახის მიერ ფართების შესაძენად წარმოდგენილი დოკუმენტაცია გადაგზავნილია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში. დაახლოებით 90 ოჯახის მონაცემებს სწავლობს მუნიციპალიტეტების გამგეობები. გარდა აღნიშნული პროგრამისა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ეკომიგრანტ ოჯახებს დახმარებას რამდენიმე მიმართულებით სთავაზობს. „სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის“ რეკომენდაციით, ეკომიგრანტ ოჯახებს ბინები გადაეცემათ სოციალურ სახლებში. 2013-2016 წწ საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა 211 ოჯახს. ამავე კომისიის რეკომენდაციით 2013-2016 წწ 1 679 ოჯახს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყო ფინანსური დახმარება - 2,863,704 ლარის ოდენობით - საცხოვრებელი სახლის მშენებლობა/გადატანა/აღდგენისათვის არაუმეტეს 15 000 ლარის ფარგლებში.
(NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)