02:25 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-07 13:18:41, 628 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე: ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება

„ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ მაღალი ხარისხის თანამშრომლობაზე, რომელიც ნატო-სთან გაგვაჩნია“, - ამის შესახებ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ზოგადად პარტნიორ სახელმწიფოებში მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს და საქართველო თანამშრომლობის მაღალი ხარისხით ძალიან ამაყობს.

„ვამაყობთ, იმ მჭიდრო ურთიერთობებით, რომელიც გაგვაჩნია ქვეყანაში ერთი მხრივ დემოკრატიული რეფორმების, მეორე მხრივ თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების და ზოგადად ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში“, - აღნიშნა ბაქრაძემ.

როგორც მინისტრმა განაცხადა, პირველი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან გაიმართება, რის შემდეგაც იქნება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.

„ვიზიტის ფარგლებში იგეგემება შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან, ვიზიტს დაასრულებს შეხვედრა პრეზიდენტთან. იქნება შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. გენერალური მდივანი გამართავს ლექციას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის. ეს იქნება ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი. ასევე, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ მაღალ ინტერესზე, იმ მაღალი ხარისხის თანამშრომლობაზე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ალიანსთან“, - განაცხადა მინისტრმა.

ბაქრაძე დარწმუნებულია, რომ ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics