|
2015-03-11 14:07:36, 2617 ნახვა
სამხედრო
ქართველი სამხედროები სან-დიეგოში მიმდინარე „დაჭრილ მეომართა თამაშებში“ ლიდერობენ
აშშ-ში, კალიფორნიის შტატის საზღვაო ქვეითთა ბაზა - პენდელტონზე საერთაშორისო შეჯიბრებები „დაჭრილ მეომართა თამაშები" მიმდინარეობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩემპიონატში ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, საქართველოს შეიარაღებული ძალების დაჭრილი მეომრებიც მონაწილეობენ. ჩემპიონატზე საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაკრებმა „დაჭრილ მეომართა თამაშების" სამ სახეობაში მიიღო მონაწილეობა და სამივე სახეობაში პირველი ადგილი აიღო. მჯდომარე ფრენბურთის ფინალში ქართველმა სამხედროებმა ჰოლანდიის ნაკრები დაამარცხეს და ოქროს მედალი მოიპოვეს. დაშავებული ქართველი ჯარისკაცები პირველ-მეორე ადგილებზე გავიდნენ ასევე მშვილდით სროლაში. მაიორი მალხაზ შეყილაშვილო ოქროს მედლის, ხოლო უმცროსი სერჟანტი ბახვა დარსალია ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ქართველი სამხედროები პირველები იყვნენ პნევმატური იარაღიდან სროლაშიც. ოქრო-ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ პირველადგილოსანი - კაპრალი ჯიმშერ ჩხენკელი და მეორე ადგილზე გასული - უმცროსი სერჟანტი დავით მახარეიშვილი. სან-დიეგოს ჩემპიონატის ფარგლებში, საქართველოს ნაკრები 200 და 1500 მეტრის მანძილზე სირბილშიც იასპარეზებენ. პენდელტონის ბაზა საერთაშორისო შეჯიბრებებს ყოველწლიურად მასპინძლობს. წელს ასპარეზობა მეხუთედ იმართება. სხვადასხვა ქვეყნის დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები ერთმანეთს მშვილდოსნობაში, ველოსპორტში, სროლებში, ცურვაში, მჯდომარე ფრენბურთსა და კალათბურთში ეჯიბრებიან.
პაპუაშვილი – 12 აგვისტო, ერთი მხრივ, არის დიდგორის გამარჯვების დღე, მეორე მხრივ კი, 2008 წლის კაპიტულანტური შეთანხმების დღე
კალაძე რუს ბლოგერს არწმუნებდა, რომ რუსებს საქართველოში დაუვიწყარი დღეები ელით
ვადაგასული პროდუქცია და ჰიგიენის უხეში დარღვევები - „ანაკლიას“ საწარმოო პროცესი შეუჩერეს
სასკოლო ფორმის ყიდვა ნაღდი ფულით შეუძლებელი იქნება - სამინისტრომ რეალიზაციის წესი დაამტკიცა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)