|
2016-09-05 13:59:40, 1041 ნახვა
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ
“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობენ. ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გედევან ფოფხაძე ბორჯომში, ახალშენის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. მან ქვეყნისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის განათლების რეფორმაზე. ,,სწორი,გლობალური პოლიტიკა განათლების სფეროში, დიდად განსაზღვრავს, დაიკავებს თუ არა საქართველო თავის ღირსეულ ადგილს მსოფლიო ცივილიზაციაში.ამიტომ ჩვენ, ყველა უნდა ვზრუნავდეთ, რომ, რაც შეიძლება მალე გვქონდეს სათანადო განათლების სისტემა“,-აღნიშნა გედევან ფოფხაძემ. ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ენზელ მკოიანი ამჟერად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებს- ყაურმას, ეშტიას, თორიასა და უჩმანას ესტუმრა. კანდიდატმა სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ თავის შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოიყენებს, რადგან ხალხის მოლოდინი გაამართლოს. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი კოპაძემ ნაქურდევის, ხევაშენის , უნწის , ბენარის , შოლავერის , შოყას , ფხეროს , ზემო ენთელისა და ქვემო ენთელის სოფლების მოსახლეობასთან გამართა შეხვედრა. კანდიდატმა რაიონში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა. „ ჩვენი მთავრობისთვის და ჩემთვის პრიორიტეტი იყო ყოველთვის მოქალაქეებზე ზრუნვა და მათთვის პირობების გაუმჯობესება. მე ვიცი ყველა თქვენი პრობლემა და ისიც, რომ განვითარებული ინფრასტრუქტურა პროგრესის წინაპირობაა. სწორედ ამიტომ, ჩვენი პოლიტიკური ძალა განაგრძობს მუშაობას მოსახლეობის კეთილდღეობისთვის’’, -განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი კოპაძემ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)