11:58 - 12 May, 2026
|
2015-03-11 11:11:41, 526 ნახვა
საზოგადოება
ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიას ევროპული დიპლომი გადაეცემა
საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში, 13 მარტს, დაცული ტერიტორიებისათვის ევროპული დიპლომის მინიჭების თაობაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის ექსპერტები და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დაესწრება. როგორც „ექსპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებისათვის ევროპული დიპლომის მინიჭების საკითხი განიხილება, რომელიც ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიას განხილვიდან სამ თვეში გადაეცემა. სტრასბურგში პროგრამის - „ევროპული დიპლომი დაცული ტერიტორიებისათვის“ 50 წლის იუბილეც აღინიშნება. შეხვედრა ხელს შეუწყობს დაცული ტერიტორიების ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო დონეზე.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)