19:13 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-02 15:31:03, 730 ნახვა

პოლიტიკა
,,ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატები ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდნენ

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ცენტრალური საავადმყოფოს ექიმებს შეხვდნენ. პაატა მხეიძისა და გიორგი ბეგაძის შეხვედრა რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს მედპერსონალთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

 შეხვედრაზე მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში არსებულ მიღწევებსა და ხარვეზებზე ისაუბრეს. დეპუტატობის კანდიდატებმა ექიმებს საკუთარი პროგრამა და ხედვები გააცნეს, მანდატის მოპოვების შემთხვევაში კი, ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებას დაპირდნენ.

 რუსთავის 29-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა პაატა მხეიძემ ყურადღება გაამახვილა საავადმყოფოში ბოლო პერიოდში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ ცვლილებებზე. როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა განაცხადეს, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჯანდაცვის სფეროში უპრეცედენტო პროგრამები განხორციელდა.

,,ჩვენი შეხვედრა  გაცნობითი ხასიათის იყო. ვისაუბრეთ საკუთარ ხედვებსა და პრიორიტეტებზე. ჯანდაცვის მიმართულებით ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, როგორიცაა საყოველთაო დაზღვევა, c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, ადამიანებს უფინანსდებათ და უკეთდებათ სიცოცხლისთვის საჭირო ძვირადღირებული ოპერაციები. ჩვენი მიზანია ჯანდაცვის სფეროს კიდევ უფრო გაძლიერება. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ეს ადამიანები იყვნენ დაფასებულები, რათა ყოველთვის იზრუნონ ჩვენი თანაქალაქელების ჯანმრთელობაზე. თანამედროვე რუსთავის მშენებლობაში მათი, ისევე როგორც სხვა სფეროს წარმომადგენლების ხედვები  უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა გიორგი ბეგაძემ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics