15:52 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-01 13:35:31, 760 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა ჩემი საყვარელი რეფორმა იყო და ის უნდა გაგრძელდეს

საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა GDS-ის  ახალ გადაცემაში, სადაც სტუმრის სტატუსით მონაწილეობს, მთიან აჭარაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

ერთ-ერთ პრობლემად მთის სოფლებში გამგებლის შტატის გაუქმება და ბუნებრივი რესურსების აუთვისებლობა დასახელდა.

ივანიშვილის თქმით, ადგილობრივი თვითმმართელობის რეფორმა  არათუ გაგრძელდება, უფრო გაღრმავდება კიდეც. ამასთან, ივანიშვილმა აჭარაში ტურიზმის ასაღორძინებლად  საჭირო გზებზე ისაუბრა:

"ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა ჩემი საყვარელი რეფორმა იყო და ის უნდა გაგრძელდეს და გაღრმავდეს აუცილებლად. ადგილებზე მართვა უნდა ვისწავლოთ. არ გაუქმდება, პირიქით. ყველა კურორტი,  ყველა მთა უნდა გამოვიყენოთ. ნავთობზე ფასის ვარდნამ დროებით შეაფერხა ენერგეტიკის სამინისტრო, თუმცა ეს გადალაგდება და ჩვენ აუცილებლად ჩვენი ენერგორესურსი უნდა ავითვისოთ. ყველა ჰესი აუცილებლად აშენდება და აშენდება უახლოეს პერიოდში. ყველა კურორტი და ყველა მთა უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად ტურიზმისთვის. ამით აჭარა მდიდარია.აჭარის მთის  ყველაზე დიდი სიმდიდრე კი,  ხალხია",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics