|
2016-08-31 16:09:49, 697 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: თუ საარჩევნო უბნები 8 ოქტომბერს სავსე იქნება, დაპირისპირებები არ განმეორდება
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა და საქართველოს ევროპულ არჩევანზე, არჩევანის თავისუფლებაზე და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე საჯარო ლექცია წაიკითხა. პრეზიდენტმა საარჩევნო პროცესში ამომრჩეველთა გააქტიურების აუცილებლობაზე ისაუბრა, კორცხელის ინციდენტს, კიდევ ერთხელ უწოდა სამარცხვინო და აღნიშნა, რომ ამ ფაქტს თავად საზოგადოებამ უნდა მისცეს შესაბამისი შეფასება. „ამომრჩევლის გააქტიურება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ჩვენ საბოლოოდ უარი ვთქვათ ერთმანეთთან დაპირისპირებასა და აგრესიაზე. გარანტი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესის განვითარებისა და სტაბილურობისა გადის არა მხოლოდ პოლიტიკურ ლიდერებზე, არამედ თითოეულ ამომრჩეველზე. მე თქვენ გაძლევთ გარანტიას, რომ თუ საარჩევნო უბნები 8 ოქტომბერს იქნება სავსე, იქნება რიგები, იმისთვის რომ ჩვენ როგორც მოქალაქეებმა ჩვენი პიროვნული ვალი განვახორციელოთ, არასდროს არ განმეორდება ის დაპირისპირებები, რასაც ჰქონდა ადგილი სამწუხაროდ ჩვენს წარსულში. მე მინდა კიდევ ერთხელ, სწორედ ზუგდიდში გავუსვა ხაზი იმ სამარცხვინო ფაქტს, რომელიც კორცხელში მოხდა და კიდევ ერთხელ სწორედ აქედან ვთქვა, რომ არც ჩემთვის და არც მთელი საქართველოს ამომრჩევლისთვის, მიუხედავად იმისა რომელ პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენს ესა თუ ის ამომრჩეველი, მიუღებელია ჩვენთვის მუშტიკრივით, დაპირისპირებით, ერთმანეთის მტრად გამოცხადებით რაიმეს მიღწევა პოლიტიკურად. ჩვენ ამას არც არასდროს მივიღებდით და არც მომავალში არ მივიღებთ. კიდევ ერთხელ მინდა ამასთან დაკავშირებით ვთქვა, რომ ადეკვატური და სწარფი რეაგირება ამ სამარცხვინო ფაქტზე უნდა ყოფილიყო და იქნება სახელმწიფოდან. მაგრამ არა მხოლოდ სახელმწიფო რეაგირებს ხოლმე, არამედ თვითონ საზოგადოებამაც უნდა მისცეს თავისი შეფასება და დამიჯერეთ შეფასება უნდა ადეკვატურად გამოიხატოს ჩვენი მოქალაქეობრივი აქტიურობით საარჩევნო უბნებთან",- განაცხადა პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ის ურთიერთობა და დიალოგი, რომელიც უნდა მიმდინარეობდეს საზოგადოებასა და პოლიტიკურ ძალებს შორის. „ჩვენი აქტიური თანამშრომლობა პოლიტიკოსებთან, მათთან დიალოგში ყოფნა, დისკუსიის რეჟიმში ყოფნა არის გარანტი ჩვენი სახელმწიფოს მართლაც დემოკრატიული და სიღრმისეული განვითარების",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. უნივერსიტეტში პრეზიდენტს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და მრჩევლებს უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ უმასპინძლეს, რომლებმაც სტუმრებს სასწავლებლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს და სასწავლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)