14:11 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-31 12:58:42, 690 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად საკითხებზე, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ორი ქვეყნის მთავრობის წევრებმა აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო დერეფნის ფარგლებში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს; ასევე „აბრეშუმის გზის” პროექტის ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. შეხვედრისას ყურადღება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, როგორც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი პროექტის როლს დაეთმო.

ასევე განსაკუთრებით საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის მნიშვნელობა გლობალური ენერგეტიკული პროექტების, მათ შორის - სამხრეთის გაზის დერეფნის განხორციელების პროცესში აღინიშნა. როგორც მხარეებმა განაცხადეს, პროექტის წარმატებით დასრულება ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებისთვის მნიშვნელოვანია.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზეც იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ პროცესს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა, რომელიც ახლო მომავალში ჩაინიშნება ხელს შეუწყობს.

თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში წარმატებულად შეფასდა და აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით არსებულ დადებით დინამიკაზე საქართველოში აზერბაიჯანელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდაც მიუთითებს. 

გაფართოებულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან - ენერგეტიკის მინისტრი ნატიკ ალიევი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხალაფ ხალაფოვი დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJC: რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია უფრო აგრესიულ ეტაპზე გადავიდა
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics