|
2015-03-09 18:07:07, 654 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრსა და კურორტ „საირმეს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველოს სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრსა“ და შპს „კურორტ საირმეს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონია, რომელსაც მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე დაესწრო იუსტიციის სამინისტროში გაიმართა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ და შპს „კურორტ საირმეს" ჯანმრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჯაბა წულაძემ. მხარეების შეთანხმებით, ყოველთვიურად ცენტრის ბენეფიციარები საირმეში სამკურნალო-ბალნეოლოგიური სერვისებით უფასოდ ისარგებლებენ. შეთანხმების მიზანია, „ყოფილ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის" ხელშეწყობა და პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის უფასო გამაჯანსაღებელი სარეაბილიტაციო კურსის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. როგორც დანაშაულის პრევენციის ცენტრში აცხადებენ, ბენეფიციარების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ პოლიტიკური პატიმრის სტატუსით განთავისუფლებულ ყოფილ პატიმრებს. ცენტრის დირექტორის ჯონი კვინიკაძის განცხადებით, შპს „კურორტ საირმეს" ადმინისტრაციამ გამოთქვა მზადყოფნა საკუთარი საქმიანობის ფარგლებში წვლილი შეიტანოს ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის სრულყოფილად წარმართვაში, რაც ძალიან მისასალმებელია. „საირმის ხელმძღვანელობა ადასტურებს ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პრიორიტეტულობას და ამ მიმართულებით მიმდინარე ღონისძიებებში კერძო სექტორის ჩართულობის მაღალ მნიშვნელობას. ცენტრი პროგრამის ეფექტურად განხორციელებისათვის აქტიურად თანამშრომლობს როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან", - განაცხადა ჯონი კვინიკაძემ. მემორანდუმის მიხედვით, კურორტზე უფასო სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსით ყოველთვიურად ცენტრის 4 ბენეფიციარი 10 დღის განმავლობაში ისარგებლებს. სერვისებში იგულისხმება როგორც ექიმთა კონსულტაციები, ისე სამკურნალო აბაზანები, ლაბორატორიული გამოკვლევები და მინერალური წყლით მკურნალობა. თანამშრომლობის მემორანდუმი ასევე შესაძლებლობების ფარგლებში, საკურორტო სეზონზე ცენტრის ბენეფიციარების დასაქმების ხელშეწყობასაც ითვალისწინებს.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)