|
2016-08-18 14:15:58, 985 ნახვა
სხვადასხვა
მცხეთაში „სოციალური დახმარების მიმღებ პირებში“ საკრებულოს და გამგეობის თანამშრომლები ჩაამატეს
მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარემ 2016 წლის 12 აგვისტოს გამოცემული #25 დადგენილებით, იმ პირებს შორის, ვინც სოციალური დახმარება უნდა მიიღონ, მცხეთის საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლები ჩაამატა. კერძოდ, 2015 წლის 15 იანვრის დადგენილებაში „სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ შეიცვალა პირველი მუხლი „პროგრამით მოსარგებლეები“ და ამ მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტს დაემატა „გ) მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები.“ ა) და ბ) ქვეპუნქტების მიხედვით სოციალური დახმარების მიმღები პირები იყვნენ „ეკონომიურად გაჭირვებული პირები“ და „მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა და რეპრესირებულ პირთა ოჯახის წევრები. პირველი მუხლის მეორე პუნქტში წერია, რომ „მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ დახმარებას იღებს სოციალური დახმარების სახით“. დადგენილებას ხელს აწერს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯემალ სოლოღაშვილი. დადგენილებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, სოციალურ დახმარებას მიიღებენ საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლები, რაც, მინიმუმ, ბიუჯეტიდან სოცუიალური დახმარების მიზნით გამოყოფილი თანხის არამიზნობრივ ხარჯვაზე მიუთითებს, რადგან სოციალურად დაუცველი პირებისთვის განკუთვნილი დახმარების მიღება არ შეუძლია პირს, რომელსაც აქვს ანაზღაურებადი სამსახური, სადაც კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, იღებს გასამრჯელოს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეს ცვლილებები დადგენილებაში უკავშირდება „ქართულ ოცნებას“ და მის მიერ მცხეთაში წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დიმიტრი ხუნდაძის წინასაარჩევნო კამპანიას. მცხეთის გამგეობასთან დაახლოებული წყაროს ცნობით, საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებისთვის თითქოსდა სოციალური დახმარებისთვის გათვალისწინებული თანხა მიმღებმა პირებმა უნდა დააბრუნონ და შემდგომში ის თანხა ხუნდაძის წინასაარჩევნო პლაკატებისა და ბუკლეტების დასაბეჭდად უნდა გამოიყენონ.
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)