15:35 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-17 13:25:30, 2465 ნახვა

სპორტი
ნიკა ჩიტაძე: რუსეთს წვრთნებით სურს ყველას დაანახოს, რომ სამხრეთ კავკასიის ბატონ-პატრონია

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებშ ნიკა ჩიტაძე „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის მიერ დაწყებული სამხედრო წვრთნების ერთ-ერთი მიზანი ქართულ საზოგადოებაში პანიკის დათესვა და პოლიტიკური შანტაჟია.

თუმცა, ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე საქართველო რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას არ უნდა ელოდოს.

„რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო წვრთნებს ყოველწლიურად ატარებს. აღნიშნული წვრთნების ერთ-ერთი მიზანი პოლიტიკური შანტაჟია, რომ ქართულ საზოგადოებაში პანიკა დათესონ. გარდა ამისა, რუსეთს ამ წვრთნებით სურს, საერთაშორისო საზოგადოებას დაანახოს, რომ ის სამხრეთ კავკასიის რეგიონის რეალური ბატონ-პატრონია. შეიძლება, რუსეთის მხრიდან გარკვეული პროვოკაციები იყოს, მაგრამ ჩვენ არ უნდა ველოდოთ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებულ  ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებას. რუსეთი საქართველოზე ზეწოლას ეცდება, მაგრამ არა ქვეყანაში შემოჭრის გზით. ეს წვრთნები შეიძლება უკავშირდებოდეს საქართველოს აგრესიულ განცხადებას, რომელიც 8 წლის შემდეგ საქართველო-რუსეთის ომს უკავშირდებოდეს“, - აცხადებს ჩიტაძე.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთმა ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნა დაიწყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics