|
2016-08-13 13:53:55, 2779 ნახვა
სპორტი
ანა ნაცვლიშვილი: გაიგეთ, რომ ნარკოპოლიტიკა არ ებრძვის ნარკოდამოკიდებულებას, ის ადამიანებს კლავს
"ნარკოპოლიტიკა კლავს! ეს ნარკოპოლიტიკა არ ებრძვის ნარკოდამოკიდებულებას, მაგრამ აძლევს საშუალებას სახელმწიფოს, აშანტაჟოს, დააშინოს და მოკლას ადამიანები",-ასე გამოეხმაურა ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი პოლიციელის მხრიდან სავარაუდო მუქარის გამო, თვითმკვლელობის ფაქტს. ნაცვლიშვილის შეფასებით, ნარკოპოლიტიკა, რომელიც ადამიანებს კლავს, შესაცვლელია: "მახინჯი სისტემა, რომელიც კლავს! რა არის იმის გარანტი, რომ ახლაც, ამ წუთებშიც პოლიცია ვიღაცას არ აიძულებს, არ აშანტაჟებს, არ აშინებს და კიდევ ერთი ადამიანი არ წერს: "დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა.” გაიგეთ, რომ ეს ნარკოპოლიტიკა კლავს! ეს ნარკოპოლიტიკა არ ებრძვის ნარკოდამოკიდებულებას, მაგრამ აძლევს საშუალებას სახელმწიფოს, აშანტაჟოს, დააშინოს და მოკლას ადამიანები! ეს არ არის მარტო ერთი კონკრეტული პოლიციელის ბრალი, ეს არის სახელმწიფოს ბრალი, რომელიც აძლევს მისი სახელით მოქმედ პოლიციელს ასეთი ქმედების საშუალებას; შეიცვალოს ნარკოპოლიტიკა, რომელიც კლავს!",-წერს ანა ნაცვლიშვილი "ფეისბუქის" გვერდზე. პოლიციელის მხრიდან სავარაუდო მუქარის გამო, თვითმკვლელობის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. დემურ სტურუა თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილში თვითმკვლელობის მიზეზად უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას ასახელებს. "დემური სტურუა. პოლიციელი გ. მემუქრებოდა ვინმეს პლანი ხო არ აქო დათესილიო, უნდა მითხრაო. თორემ რაც არ გაგიკეთებია, იმას შეგტენიო, მემუქრებოდა და მანქანაში გამლახა, წამიყვანა იაბეტისკენ და აქ მოგკლავო. მემუქრებოდა გ. თ. - მილიციელი. მილიციასთან უნდა ითანამშრომლოო, ვის აქვს და ვის არაო პლანი დათესილიო ან კულაშშიო ან დაფნარშიო და საჯავახოშიო. ეს მოხდა 07.08.2016 აგვისტოს, კარგად გემშვიდობებით ყველას. დემური სტურუა. 20:10. დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა”,-ნათქვამია გარდაცვლილის მიერ დატოვებულ წერილში.
პაპუაშვილი – 12 აგვისტო, ერთი მხრივ, არის დიდგორის გამარჯვების დღე, მეორე მხრივ კი, 2008 წლის კაპიტულანტური შეთანხმების დღე
კალაძე რუს ბლოგერს არწმუნებდა, რომ რუსებს საქართველოში დაუვიწყარი დღეები ელით
ვადაგასული პროდუქცია და ჰიგიენის უხეში დარღვევები - „ანაკლიას“ საწარმოო პროცესი შეუჩერეს
სასკოლო ფორმის ყიდვა ნაღდი ფულით შეუძლებელი იქნება - სამინისტრომ რეალიზაციის წესი დაამტკიცა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)