|
2016-08-03 20:48:08, 852 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქობულეთის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქობულეთის მუნიციპალიტეტს ეწვია და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დათვალიერებასთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა. აჭარის მთავრობის ინფორამციით, ზურაბ პატარაძემ რაიონის შემოვლა სოფელ ზენითიდან დაიწყო, სადაც საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ზენითს საბავშვო ბაღი არასოდეს ჰქონია და მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით წლის ბოლომდე სოფელს ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი ბაღი ექნება. საბავშვო ბაღი 70 აღსაზრდელზეა გათვლილი და ადაპტირებულია შშმ პირებისათვის. შენობის დასრულების შემდეგ საბავშვო ბაღი ახალი ინვენტარით აღიჭურვება, კეთილმოეწყობა ეზო, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები. მთავრობის თავმჯდომარემ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან სხვადასხვა დასახლებაში შეხვედრები გამართა. ისევ აქტუალური რჩება გაზიფიკაციისა და წყალმომარაგების საკითხები, რა მიმართულებითაც აჭარის მთავრობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად აქტიურად აგრძელებს მუშაობას. ზურაბ პატარაძე ხალხთან შეხვედრების ფარგლებში სოფელ წყავროკაში მცხოვრებ - ნინო ნოღაიდელს ოჯახში ესტუმრა. ნინო ნოღაიდელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ზურაბ პატარაძის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე სურვილი გამოთქვა მასთან შეხვედრისა და გასაუბრების. რეგიონის ხელმძღვანელი კიდევ ერთი შშმ პირის - რუსუდან რომანაძის პიროვნებით დაინტერესდა, რომელიც იმავე სოფლის მკვიდრი აღმოჩნდა. ზურაბ პატარაძე მათ საჭიროებებსა და პრობლემებს გაეცნო. დღესვე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სოფელ გვარაში არსებული ღვინის სახლი დაათვალიერა და ადრეული ყურძნის მოსავლის აღებაშიც მიიღო მონაწილეობა. გვარაში არსებული მეურნეობების დათვალიერების შემდეგ მთავრობის თავმჯდომარე ქალაქ ქობულეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. აქამდე პრობლემატური და გაჭიანურებული სამუშაოები კომახიძის ქუჩაზე დღეს აქტიურად გრძელდება და ერთ თვეში დასრულდება. ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში გზის სავალ ნაწილზე დაიგო დეკორატიული ფილები, მოეწყო სანიაღვრე სისტემები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტროტურარებსა და ბორდიურებს. ამ ეტაპზე გზის სავალი ნაწილის ფილებით მოპირკეთება მიმდინაორებს. ქალაქ ქობულეთში დაწყებულია ასევე ეზოების კეთილმოწყობითი სამუშაოები, სადაც თავმჯდომარემ ახალგაზრდებისათვის სპორტული სტადიონების მშენებლობის შესაძლებლობა განიხილა და მუნიციპალიტეტს ამ საკითხის შესწავლა სთხოვა.
(NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)