05:50 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-29 20:00:12, 1156 ნახვა

ეკონომიკა
პირველი ვიცე–პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის ძიანგსის პროვინციის გუბერნატორს ლიუ ცის შეხვდა

ჩინეთის ქალაქ ნანჩანგში მიმდინარე საქართველო–ჩინეთის ბიზნესფორუმის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე–პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის ძიანგსის პროვინციის გუბერნატორს ლიუ ცის შეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო–ძიანგსის პროვინციის თანამშრომლობის შედარებით მოკლე პერიოდის მიუხედავად, უკვე განხორციელდა მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები, განისაზღვრა პრიორიტეტული მიმართულებები და დაიწყო მოლაპარაკებები კონკრეტულ პროექტებზე.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ძიანგსის გუბერნატორს გააცნო საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა, ესაუბრა იმ რეფორმებზე, რომლებიც ტარდება ბიზნესგარემოს ლიბერალიზების მიმართულებით. მან ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ავტორიტეტული კვლევითი ცენტრების მიერ გამოქვეყნებულ ბოლოდროინდელ რეიტინგებზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ეფექტიანი საქმიანი გარემოს მაჩვენებლებით მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ, რეგიონში კი ლიდერულ პოზიციაზეა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ბიზნესფორუმების ჩატარებას შანხაისა და ნანჩანგში, რომელმაც თავი მოუყარა ორივე პროვინციის უმსხვილესი კორპორაციების ხელმძღვანელებს. ფორუმებზე საქართველოს მთავრობის, საინვესტიციო ფონდებისა და კომპანიების წარმომადგენლებმა პოტენციურ პარტნიორებს დაახლოებით 8 მილიარდი აშშ. დოლარის საინვესტიციო პროექტები შესთავაზეს. მათ შორის, ენერგეტიკის, უძრავი ქონების, სასტუმრო ბიზნესის, ტურიზმის, საფინანსო, სოფლის მეურნეობისა და სხვა მიმართულებით.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებამ მნიშვნელოვანი შედეგები უკვე მოიტანა. მისი ინფორმაციით, ჩინურ კომპანიებს წარმოებები საქართველოში გადმოაქვთ, რათა აღნიშნული ტერიტორიიდან გამარტივებული რეჟიმით შეძლონ პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა.

შეხვედრის ბოლოს,  დიმიტრი ქუმსიშვილი და ჩინეთის ძიანგსის პროვინციის გუბერნატორი ლიუ ცი შემდგომი თანამშრომლობის განვითარებაზე შეთანხმდნენ. 

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics