|
2016-07-29 09:35:18, 1137 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ნანჩანგში გამართულ ბიზნესფორუმზე მოხსენება გააკეთა
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მოხსენებით გამოვიდა ჩინეთის ქალაქ ნანჩანგში გამართულ ბიზნესფორუმზე, რომელიც საქართველოს საპარტნიორო ფონდის, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, ჩინეთის ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობის, ძიანგსის პროვინციის ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოსა და „ძიანგსის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კორპორაციის“ ორგანიზებით გაიმართა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმს სახელწოდებით „აბრეშუმის გზის ერთიანი ეკონომიკური სარტყელის პროექტის ფარგლებში საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთანამშრომლობის გაღრმავება“ ქართველ გამომსვლელებთან ერთად 90-მდე ჩინური კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნესფორუმის მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა გააცნო. მან ისაუბრა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე, აგრეთვე შეღავათიან სავაჭრო რეჟიმებზე, რომლებიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან, აშშ-სთან, დსთ-სთან და მსოფლიოს სხვა წამყვან ინდუსტრიულ ქვეყნებთან ან სახელმწიფოთა გაერთიანებებთან. მინისტრმა ასევე ისაუბრა თბილისში გამართულ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების მესამე რაუნდსა და მის შედეგებზე. კერძოდ, მხარეებმა გადაწყვიტეს, რომ მოლაპარაკებათა მეოთხე რაუნდის ჩატარება აუცილებლობას აღარ წარმოადგენს, შესაბამისად, ჩინეთსა და საქართველოს შორის 2016 წლის ბოლოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება სავსებით რეალურია. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა იქნება, ვისთანაც ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ექნება გაფორმებული. „ზემოთაღნიშნული შეთანხმების შედეგად ჩვენ მნიშვნელოვნად ვზრდით სამომხმარებლო ბაზარს საქართველოში მოქმედი კომპანიებისთვის, რაც, საბოლოო ჯამში, მსოფლიო ბაზრის 1/3 შეადგენს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს შესაძლებლობებს წარმოების მიმართულებით და მოგიწოდოთ, რომ გააფართოვოთ და გახსნათ საწარმოები ჩვენთან და განახორციელოთ ექსპორტი ყოველგვარი სირთულეების და ზედმეტი გადასახადების გარეშე სხვადასხვა მიმართულებებით, მათ შორის ევროპის 500 მილიონიან მაღალ შემსყიდველუნარიან ბაზარზე“, - განაცხადა ქუმსიშვილმა. გამოსვლაში მან განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი საქართველოსა და ჩინეთის თანამშრომლობას აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის ინიციატივის ფორმატში. მისი განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა გზას უხსნის თვისობრივად ახალი ტიპის თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობის ოპტიმიზაცია, ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში კოოპერაციის ხელშეწყობა, საინვესტიციო თანამშრომლობის გაძლიერება და სხვ. ბიზნეს–ფორუმზე მოხსენები გააკეთეს აგრეთვე ჩინეთის ძიანგსის პროვინციის ვიცე-გუბერნატორმა ლიუ ჩანგ ლინმა და საქართველოს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ. ჩინური ბიზნესის წარმომადგენლებმა მოისმინეს პრეზენტაციები საქართველოს ცალკეული საინვესტიციო პროექტების თაობაზე, რომელთა ჯამური ღირებულებაც რამდენიმე მილიარდი აშშ დოლარია. გაკეთდა სექტორული პრეზენტაციები, რომლის დროსაც ჩინური მხარე გაეცნო დეტალურ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკაში, ინფრასტრუქტურაში, უძრავი ქონების სექტორში, ტურიზმში, სოფლის მეურნეობის სფეროებში არსებული მდგომარეობისა და შესაბამისი საინვესტიციო პროექტების შესახებ.
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)