|
2016-07-28 13:21:48, 1349 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: პრემიერს პაპუაშვილისგან კონკრეტული ინფორმაცია არ მიუღია
„ჩემთვის ერთადერთი რამ არის ცნობილი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს კონკრეტული ინფორმაცია არ მიუღია“,-ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პრემიერთან შეხვედრის თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, პაპუაშვილმა პრემიერს ზოგადი ტიპის ინფორმაცია მიაწოდა. „ჩემთვის ერთადერთი რამ არის ცნობილი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ მიუღია კონკრეტული ინფორმაცია. მან უამბო ზოგადი ტიპის ინფორმაცია და კიდევ ის ვიცი, რომ პრემიერმა კიდევ ერთხელ სთხოვა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომ ნებისმიერი კონკრეტული ინფორმაცია, რაც მას გააჩნია, აუცილებალდ მიაწოდოს პროკურატურას, რაც ალბათ მოხდება კიდეც როგორც კი შესაბამისი შეხვედრა შედგება“,-განაცხადა წულუკიანმა.
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)