|
2016-07-27 16:03:51, 1101 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებს უმასპინძლა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასითიას შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე - თამაზ შავაძე, სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილეები: ჯუმბერ ტუღუში, თამაზ თურმანიძე და ასლან ლორთქიფანიძე, აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე - მაყვალა კვირიკაძე და აჭარის მეთევზეობისა და აკვაკულტურის ასოციაციის თავმჯდომარე - სოფო დიასამიძე. მათივე ცნობით, თავმჯდომარე გაეცნო ადგილობრივი სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობას. საუბარი შეეხო სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გასულ წლებში შესრულებულ სამუშაოებსა და მიმდინარე წლის გეგმებს, ეკონომიკის ახალი საინიციატივო პროექტების მოზიდვას. განხილულ იქნა გარკვეული პრობლემები და მათი გადაჭრის რეალური გზები. (NS)
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)