|
2016-07-27 14:09:24, 1047 ნახვა
ეკონომიკა
სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 6.75 პროცენტამდე შეამცირა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით 6.75%-მდე შემცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. როგორც სებ-ის განცხადებაშია აღნიშნული, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეფუძნება მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვით ინფლაციის მიზნობრივ დონეზე დასაახლოებლად საჭიროა გაგრძელდეს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის პროცესი. პროგნოზის შესაბამისად, თუკი ეკონომიკაზე მოქმედი სხვა ფაქტორები არ გამოიკვეთა, მოსალოდნელია რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი საშუალოვადიან პერიოდში 6 პროცენტამდე შემცირდეს. „ივნისში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია მოსალოდნელზე მეტად შემცირდა და 1.1% შეადგინა. აღნიშნული დიდწილად, ინფლაციური მოლოდინების შემცირებითა და საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის და სურსათის შემცირებული ფასების მოსალოდნელზე მეტად გადმოცემით არის განპირობებული. ინფლაციის მაჩვენებლის კლებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ასევე, საბაზო ეფექტის ამოწურვას. ფასებზე შემცირების მიმართულებით მოქმედებს სუსტი ერთობლივი მოთხოვნა. მიმდინარე პროგნოზით ინფლაცია მომდევნო კვარტლებში დაბალ დონეზე შენარჩუნდება და მიზნობრივ მაჩვენებელს 2017 წლის ბოლოს დაუახლოვდება. საგარეო მოთხოვნა კვლავ სუსტია, შედეგად, წლის პირველ ნახევარში ექსპორტის კლებამ წლიურად 12% შეადგინა. შიდა და საგარეო ინვესტიციების გააქტიურების შედეგად გაიზარდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, თუმცა საგარეო ფაქტორების გამო იგი კვლავ პოტენციური დონის ქვემოთ რჩება. რეგიონში არსებული მნიშვნელოვანი გაურკვევლობის ფონზე გაზრდილია პროგნოზის რისკები. ეროვნული ბანკი ასევე ყურადღებით აკვირდება მონეტარული პოლიტიკის გავლენას ფინანსურ ბაზრებზე. ყველა აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლის შემდგომი ტემპი დამოკიდებული იქნება ეკონომიკაში მიმდინარე პროცესზე, საგარეო სექტორიდან მომდინარე რისკების შესაძლო რეალიზაციასა და სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან საქართველოს ეკონომიკაზე შოკების გადმოცემის სიდიდეზე. საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2016 წლის 7 სექტემბერს გაიმართება.
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)