04:43 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-27 13:23:23, 1012 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინური სასურსათო კორპორაციის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსხვილი ჩინური კორპორაციის „Er Shang Group“-ის პრეზიდენტს სუნ ჯის შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთის ქალაქ შანხაიში მიმდინარე ბიზნესფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ქუმსიშვილმა საქართველოში წარმოებული აგროსამრეწველო პროდუქციის ჩინეთში დისტრიბუციის შესაძლებლობებზე ისაუბრა.

შეხვედრას დაესწრნენ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების მოადგილეები ქეთევან ბოჭორიშვილი და ლევან დავითაშვილი, აგრეთვე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, საქართველოს ელჩი ჩინეთში დავით აფციაური და ქართველი ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, რომლის კომპანიამ „შილდა თრეიდმა“ ჩინურ კორპორაციასთან „Beijing Er Shang“ ბიზნესფორუმის მსვლელობისას ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

შეხვედრაზე პირველმა ვიცე–პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა საქართველოს ხელსაყრელ ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატზე, რომელიც აისახა კიდეც საერთაშორისო ეკონომიკურ რეიტინგებში. დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინური კორპორაციის ხელმძღვანელები საქართველოში მოიპატიჟა საქართველოს საწარმოო შესაძლებლობების ადგილზე შესასწავლად.

გარდა ამისა, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კორპორაცია „Er Shang Group“-ს, რომელიც ჩინეთში თავად არის სურსათის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, გადამამუშავებელი და დისტრიბუტორი, დიდი ინტერესი აქვს საქართველოსთან ითანამშრომლოს, მათ შორის, ქართული ღვინის „Er Shang Group“-ის მფლობელობაში არსებული სარეალიზაციო ქსელის მეშვეობით. თუმცა, ღვინის გარდა, ჩინური კორპორაცია სხვა ქართული აგროსამრეწველო პროდუქციითაც ინტერესდება.

შანხაის ბიზნესფორუმმა, რომელიც 27 ივლისსაც გაგრძელდება, თავი მოუყარა ჩინეთის, განსაკუთრებით კი შანხაის პროვინციაში მომუშავე 100–ზე მეტი მსხვილი კორპორაციის წარმომადგენელს. მათთვის პრეზენტაციები გააკეთეს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა, სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელებმა და სახელმწიფო და კერძო საინვესტიციო ფონდების დირექტორებმა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics