04:43 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-25 16:38:59, 1205 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური KfW-ს წარმომადგენლებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს, ევა ვიტს და კავკასიის რეგიონული ოფისის ახალ დირექტორს, კლაუს ფაიგელს, რომელიც აგვისტოს დასაწყისიდან შეცვლის ამჟამინდელ დირექტორს, ლარს ოერმანს შეხვდრა.
 
როგორც "ექსპრენიუსს" ფინანსთა სამინისტროდან აცონებს, შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა, კიდევ ერთხელ, მწუხარება გამოთქვა ქალაქ მიუნხენში განხორციელებული თავდასხმის შედეგად უდანაშაულო ადამიანების დაღუპვის გამო და სამძიმარი გამოუცხადა გერმანიის მთავრობასა და გერმანელ ერს.
 
მხარეებმა განიხილეს საქართველოში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
 
ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა კლაუს ფაიგელს წარმატება უსურვა საქართველოში საქმიანობის დაწყებასთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა, რომ ახალ რეგიონულ დირექტორთან და მის გუნდთან, კვლავ გაგრძელდება პარტნიორობა. ფინანსთა მინისტრმა, ასევე, მადლობა გადაუხადა ლარს ოერმანს საქართველოში მოღვაწეობისა და თანამშრომლობისთვის.
 
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსური მხარდაჭერით, ამჟამად, საქართველოში მიმდინარეობს პროექტები, მათ შორის, ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორებიც არის: ენერგეტიკა, ურბანული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, დაცული ტერიტორიების განვითარება და დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
 
გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი გერმანიის მთავრობის დავალებით, საქართველოში ახორციელებს განვითარების პროექტებს დაფინანსებულს შეღავათიანი სესხის და გრანტის სახით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics