03:34 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-21 15:26:53, 1240 ნახვა

ეკონომიკა
ბიზნესის დამოკიდებულება შემოსავლების სამსახურის საქმიანობის მიმართ დადებითია

სასტუმრო „თბილისი რუმსში“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი “მმართველობა განვითარებისათვის “ (USAID G4G)-სა  და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელთა მონაწილეობით,  CRRC საქართველოს მიერ, USAID G4G-ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში მომზადებული კვლევის,  “ბიზნესის დამოკიდებულება საგადასახადო სისტემისადმი საქართველოში“  პრეზენტაცია გაიმართა. 

როგორც შემოსავლების სამსახურიდან "ექსპრენიუსს" განუცხადეს, პრეზენტაციას ბიზნესწრეების, სამთავრობო სტრუქტურებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  

„ჩვენთვის, შემოსავლების სამსახურისთვის, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რა დამოკიდებულება აქვს საგადასახადო ადმინისტრირების და ზოგადად შემოსავლების სამსახურის საქმიანობის მიმართ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ბიზნესს, აღნიშნული კვლევის მიზანი კი, სწორედ ბიზნესის დამოკიდებულების განსაზღვრა, ანალიზი და შეფასება იყო“ - სასტუმრო თბილისი რუმსში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა.

“ბიზნესის დამოკიდებულება საგადასახადო სისტემისადმი საქართველოში“ კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხული კომპანიების დამოკიდებულება შემოსავლების სამსახურის საქმიანობისა და მისი სერვისებისადმი, უმეტესწილად დადებითია. თუმცა, გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა გამოთქვა საგადასახადო კანონმდებლობის გაუმჯობესების სურვილი. აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შემოწმებებისათვის დახარჯული დრო და ჯარიმების ოდენობა უარყოფით გავლენას არ ახდენს კომპანიების მიერ სისტემის ზოგად შეფასებაზე. საკმაოდ დადებითად შეფასდა შემოსავლების სამსახურის მიერ შეთავაზებული სერვისებიც. გამოიკვეთა რიგი სერვისები, რომლებსაც ყველაზე აქტიურად მოიხმარენ საწარმოები, კერძოდ: ცხელი ხაზის (2 299 999), ელექტრონული ფოსტითა და სერვის ცენტრის მომსახურება, ასევე წინასწარი დეკლარირება დოკუმენტის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მიტანით და საქონლის საბაჟო დეკლარირება მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით. 

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია და კითხვა-პასუხის სესია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics