|
2016-07-20 14:19:59, 4578 ნახვა
კულტურა
საპარტნიორო ფონდის პარტნიორმა კომპანიამ, შესაძლოა, ფილმის „რაჭა, ჩემო სიყვარულო“ ახლებური ვერსია დააფინანსოს
ბრიტანულ-სლოვაკური საინვესტიციო ფონდის InfraPartners Management-ის დაფინანსებით, შესაძლოა 20 წლის შემდეგ, მხატვრული ფილმის „რაჭა, ჩემო სიყვარულო“ ახლებური ვერსია გადაიღონ. როგორც „ექსპრესნიუსს“ საპარტნირო ფონდში განუცხადეს, ფილმის გადაღება მხოლოდ იდეის დონეზეა და მასში საპარტნიორო ფონდი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვება თუ ფილმიდან კომერციული მოგება შემოვა. InfraPartners Management-მა გასულ კვირას საპარტნიორო ფონდთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა. ბრიტანულ-სლოვაკური საინვესტიციო ფონდი საქართველოში ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას გეგმავს. კერძოდ InfraPartners Management-ი საპარტნიორო ფონდთან და კერძო ინვესტორთან ერთად მწვანე ქალაქის პროექტის დაფინანების შესაძლებლობას განიხილავს. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე InfraPartners Management-მა ცნობილი ქართული მხატვრული ფილმის „რაჭა, ჩემო სიყვარულის“ ახლებური ვერსიის გადაღების დაფინანსების სურვილი გამოთქვა, ბრიტანულ-სლოვაკური საინვესტიციო ფონდი ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში პროექტს ჰოლივუდის სცენარისტებს დაუკვეთავს. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე სლოვაკური კომპანიის ინიციატივას მიესალმება და თუკი InfraPartners Management-ის იდეა კომერციული პროექტის სახეს მიიღებს და ქვეყნისთვის მომგებიანი პროდუქტი გახდება, არ გამორიცხავს ფონდი პროექტის დაფინანსებაში ჩაერთოს.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)