|
2015-03-05 11:54:37, 553 ნახვა
საზოგადოება
აჭარის დასაქმების სააგენტო პროფესიული გადამზადების მიზნობრივ პროგრამას იწყებს
სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო პროფესიული გადამზადების მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს. ,,სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროფესიული გადამზადება“ - ქვეპროგრამით ისარგებლებენ აჭარისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 0-დან 200 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარები; ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ან მათი მეურვეები. ბენეფიციარები სამთვიანი სასწავლო პროგრამით გადამზადდებიან შემდეგ სპეციალობებში: მზარეული, კონდიტერი, სარესტორნო საქმისმწარმოებელი, სასტუმრო საქმისმწარმოებელი, შემდუღებელი, ამწის ოპერატორი, მძიმე ტექნიკის ოპერატორი. ქვეპროგრამით სულ 130 სამუშაოს მაძიებელი ისარგებლებს. ,,35 წლისა და ზევით ასაკის მოქალაქეების პროფესიული გადამზადება’’ - 35 წლისა და ზევით ასაკის აჭარაში მცხოვრები 100 ბენეფიციარი სამთვიანი სასწავლო პროგრამით გადამზადდება შემდეგ სპეციალობებში: მზარეული, კონდიტერი, სარესტორნო საქმის მწარმოებელი, სასტუმრო საქმის მწარმოებელი, შემდუღებელი, ამწის ოპერატორი, მძიმე ტექნიკის ოპერატორი, მასაჟისტი. ,,ძალოვანი სტრუქტურის ვეტერანთა პროფესიული გადამზადება’’ ქვეპროგრამით ისარგებლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები ძალოვანი სტრუქტურის 20 ვეტერანი. სამთვიანი სასწავლო პროგრამით გადამზადდებიან შემდეგ სპეციალობებში: რკინა - ბეტონის სამუშაოთა მწარმოებელი (მეარმატურე, მეყალიბე, მებეტონე), შემდუღებელი, ამწის ოპერატორი, მძიმე ტექნიკის ოპერატორი. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: ქ.ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. №70/72 ან დაგვიკავშირდით ტელ: (+995 422) 24 78 83“, - ნათქვამია აჭარის დასაქმების სააგენტოს განცხადებაში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)