|
2015-03-04 14:50:04, 3103 ნახვა
სამხედრო
ავღანეთში ქართულმა კონტიგენტმა ჰუმანიტარული ოპერაცია ჩაატარა
ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა ქართულმა კონტიგენტმა სამოქმედო რაიონში ჰუმანიტარული ოპერაცია ჩაატარა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მეხუთე ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედროებმა სოფელ მუსა ბალას მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცეს. 51-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი კობა გრიგოლია ოპერაციაში პირადად იყო ჩართული. ღონისძიების ბოლოს, ქართული ბატალიონის მეთაური ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე ესაუბრა. ჰუმანიტარული ოპერაცია ავღანეთის უსაფრთხოების ძალებთან და ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად დაიგეგმა და განხორციელდა. მსგავსი სახის ოპერაციები ხელს უწყობს ადგილობრივ მოსახლეობასა და კოალიციურ ძალებს შორის დადებითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონი, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებს. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
ვადაგასული პროდუქცია და ჰიგიენის უხეში დარღვევები - „ანაკლიას“ საწარმოო პროცესი შეუჩერეს
სასკოლო ფორმის ყიდვა ნაღდი ფულით შეუძლებელი იქნება - სამინისტრომ რეალიზაციის წესი დაამტკიცა
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზელენსკიმ არჩევნების შემდეგ რუსეთში მობილიზაციის ორი ტალღის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)